ირაკლი კობახიძე საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელს შეხვდა
პოლიტიკა - 20:39, 01 Feb, 2017     1281
საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ანდრეს მამიკინსი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტართა უმრავლესობა ხვალინდელ კენჭისყრაზე ხმას საქართველოს სასარგებლოდ მისცემს. ამის შესახებ, ანდრეს მამიკინსმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხარი, დარწმუნებული იყოს, რომ ევროპის პარლამენტის უმრავლესობა ხმას საქართველოს სასარგებლოდ მისცემს, იმიტომ, რომ ვიცი, ეს რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ასევე, ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, ევროკავშირის შიგნით, იმიტომ, რომ დაინტერესებულები ვართ საქართველოსთან კარგი ურთიერთობით, დაინტერესებულები ვართ ქართველი ტურისტებით და რა თქმა უნდა, მზად ვართ, დასასვენებლად წავიდეთ თბილისში, ქუთაისში და საქართველოს სხვა ქალაქებში“,- განაცხადა ევროპარლამენტის მომხსენებელმა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გარდა, მხარეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

ევროპარლამენტის მომხსენებელთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები: თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42