ხვალ საქართველოს მოქალაქეებისთვის ისტორიული დღეა - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 20:36, 01 Feb, 2017     13823
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხვალ საქართველოს მოქალაქეებისთვის ისტორიული დღეა. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ ევროპული პარლამენტი მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე რა თქმა უნდა ხელშესახები გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა ის სიკეთე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან. აქედან გამომდინარე, ეს არის პრაქტიკულად, ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ხვალინდელი დღის მიმართ მოლოდინი არის ძალიან დიდი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, დღეს გამართული შეხვედრების შეფასებისას.

ირაკლი კობახიძემ, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ აღმასრულებელ სტრუქტურებს, იმისათვის რომ ყველაფერი გააკეთეს ამ შედეგის დადგომისთვის, განსაკუთრებით პირადად პრემიერ-მინისტრს, რომელსაც განსაკუთრებული პიროვნული წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. ასევე მთავრობის თვითოეულ წევრს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ხვალ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პრინციპული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ტექნიკური პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებზე პრიორიტეტებზე, სამომავლო თანამშრომლობის გეგემებზე და საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესახებ ისაუბრეს.

„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან ევროპულ პარლამენტში, ასევე ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან. შეხვედრებზე ვისაუბრეთ ჩვენს პრიორიტეტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, კონკრეტულად ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა პარლამენტებს და ჩვენ ქვეყნებს შორის. რაც შეეხება შეხვედრებს ევროპულ პარლამენტში - აქაც რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გავმართეთ და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს დემოკრატიულ განვითარებასთან, ჩვენ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42