თბილისში საპრეზიდენტო პროგრამა „ვისწავლოთ ქართული“ დაიწყო
პოლიტიკა - 20:30, 01 Feb, 2017     1882
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი საპრეზიდენტო პროგრამის „ვისწავლოთ ქართული” პრეზენტაციას დაესწრო.

საპრეზიდენტო პროგრამა „ვისწავლოთ ქართული“ 2015 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 75 სოფელში ეთნიკური უმცირესობების ხუთი ათასამდე წარმომადგენელს აქვს შესაძლებლობა შეისწავლოს ქართული ენა.

თბილისში კი, პროგრამის დაწყების ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობის სახლია“.

საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეუძლიათ ქართული ენის შესწავლასთან ერთად კონსტიტუციის თეზისებიც შეისწავლონ.

სოფიო შამანიდის განცხადებით, საპრეზიდენტო პროგრამა წელს კიდევ უფრო გაფართოვდა და თბილისსაც მოიცავს.

„როგორც წესი ჩვენ ჯგუფებს ვხსნით სოფლებში, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებულები სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვანი მოსახლეობა, მაგრამ ამჯერად თბილისში არსებული „მეგობრობის სახლის“ დირექციამ გვთხოვა, რომ გაგვეხსნა ერთი ჯგუფი თბილისშიც, რადგან თბილისშიც არიან საკმაო რაოდენობა ადამიანებისა, რომლებმაც არ იციან კარგად ქართული ენა“, - განაცხადა სოფო შამანიდმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42