„სამართლებრივად, გია ცერცვაძის საქმეს 2008 წლის ომს არ დავუკავშირებ, უფრო უკრაინაში მიმდინარე პროცესების ნაწილად მივიჩნევ. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ადამიანებით ვაჭრობის თემებზე რუსეთის ხელისუფლებასთან წარმატებულად თანამშრომლობს. თუ ვინმეზე რუსეთის პროკურატურას ინტერესი აქვს, ჩვენები აკავებენ, ჩუმად, არაოფიციალურად გადასცემენ და ამაში ფულს იღებენ. ამას ვადასტურებ სტრასბურგის გადაწყვეტილებით "შამაევი და სხვები", სადაც გამოკვეთით დადასტურდა, რომ ჩეჩენი მებრძოლები რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, მესაზღვრეებმა დააკავეს, თბილისში ჩამოიყვანეს, საპატიმროში ფოტოები გადაუღეს და რუსეთს მიაწოდეს. ამ ფოტოების საფუძველზე, რუსეთის მხარემ მოთხოვნა გამოგზავნა ექსტრადირების შესახებ. იგივე ხერხია გამოყენებული ამჯერად რუსეთის მხრიდან გია ცერცვაძის შემთხვევაში. მხოლოდ საზოგადოებრივმა და მედიის აქტიურობამ გამოიწვია, რომ ეს ადამიანი გადავარჩინეთ, თორემ ვერაფერს გავიგებდით, რუსეთს ისე ჩუმად გადასცემდნენ,“- ამბობს ლია მუხაშავრია ქართული სიტყვისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






