შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვიზალიბერალიზაციაზე ისაუბრეს. ასევე გაზპრომთან დადებულ ხელშეკრულებასა და სხვა მიმიდნარე პროცესებზე.
როგორც შეხვედრის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, ევროკომისიის წარმომადგენლები დაინტერესებულები არიან პარტიაში მიმდინარე მოვლენებით, რაზეც დაწვრილებით მიაწოდეს ინფორმაცია და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.
ზაზა ბიბილაშვილის თქმით კი, მათ ევროკომისიის წარმომადგენლებს ენმ-ში არსებული პრობლემები გააცნეს, რომელიც პარტიამ წარმატებით გადალახა.
„დღეს ჩვენ შევხვდით ევროკომისიის წარმომადგენლებს. ვისაუბრეთ თემებზე, რომელიც ვიზალიბერალიზაციას შეეხება, დიდი იმედი გვაქვს რომ ხვალინდელი ხმის მიცემის პროცესი დადებითად დასრულდება და ჩვენი მოაქალაქეები შეძლებენ თავისუფალ გადაადგილებას ევროპაში.
საუბარი ასევე შეეხო იმ რისკებს, რომელიც თან ახლავს ჩვენი ხელისუფლების არაგონივრულ და მოღალატეობრივ საკითხებს. გაზპრომთან დადებულ ხელშეკრულებასა და ჩვენი მეომრების ამა თუ იმ ქვეყნისთვის უკანონო გადაცემაზე.
რა თქმა უნდა, გავაცანით ის პრობლემები, რომელიც ენმ-ში იყო, რომელიც პარტიამ წარმატებით გადალახა და მზადებას შეუდგა მომავალი არჩევნებისთვის. ასევე ყურადღება გავამახვილეთ მედიაპლურალიზმზე.“- განაცხადა ბიბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






