”გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, კონსტიტუციაში, გადასახადებთან დაკავშირებით, რაიმე სახის ცვლილების ინიცირება იგეგმება. საქართველოს მთავრობა არ აპირებს არანაირი ცვლილებების ინიცირებას საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკავშირდება ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას, ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის, რეფერენდუმის გაუქმებას. საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომ კონსტიტუციით მოქმედი აღნიშნული ნორმები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მის შეცვლას სახელისუფლებო გუნდი არ განიხილავს. ერთადერთი ცვლილება, შესაძლოა, შეეხოს ჩანაწერს, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რათა ის არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად” - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ გასაუქმებელია ქარტიაში არსებული ის შეზღუდვა, რომელიც გადასახადების გაზრდას მხოლოდ რეფერენდუმის გზით უშვებს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში მთავრობას გადასახადების გაზრდა არა რეფერენდუმის გზით, არამედ პარლამენტის თანხმობით შეეძლება“
მასალის გამოყენების პირობები






