სხდომაზე დევნილებისთვის ჯანდაცვის პროგრამას და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოციალური დახმარების გაუქმების საკითხს განიხილავდნენ.
აფხაზთა კრების წარმომადგენლებმა აფხაზეთის მთავრობა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულეს. მალხაზ პატარაიას თქმით, აფხაზეთის მთავრობა დევნილებზე ზრუნვის ნაცვლად ფულს თავისი მთავრობის წევრების შესახებ წიგნების გამოცემაში ხარჯავს. ამის მაგალითად დიმა ჯაიანზე გამოცემული წინგი მოიყვანა.
,,ეს არის წიგნი რომელიც გამოსცა მთავრობამ. ამას საქმიანობენ ესენი. ჩრდილოეთ კორეის მინისტრებსაც კი შეშურდებათ... ამაში ხარჯავენ ფულს. გეუბნებით იმას, რომ ეს მთავრობა თანამშრომლობს სეპარატისტულ ადმინისტრაციასთან, ეს თანხები აქვთ ერთად გაყოფილი. ვინ აგირჩიათ თქვენ?!“ - მიმართა მალხაზ პატარაიამ ჯანდაცვის კომიტეტს და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მეთაურს ვახტანგ ყოლბაიას.
მასალის გამოყენების პირობები






