პროკურატურამ 2017-2021 წლების მუშაობის სტრატეგია და პროკურორთა შეფასების სისტემა დაამტკიცა
პოლიტიკა - 17:24, 01 Feb, 2017     1162

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგია და პროკურორთა შეფასების სისტემა დაამტკიცა.
საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებული სტრატეგია მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემისა და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, პროფესიული ეთიკის სტანდარტისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის დახვეწას, ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებისას კოლეგიური ორგანოების მნიშვნელობის გაზრდას, ადამიანის უფლებების დაცვას, პროკურორთა მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის შექმნას, საპროკურორო საქმიანობისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას, პროკურატურის სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების დახვეწას, საქართველოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებას.
სტრატეგიაზე მუშაობის პარალელურად, დასრულდა პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვის პირველი ეტაპი. შემუშავდა დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ქ. თბილისის პროკურატურის, რაიონული პროკურატურების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურატურის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები. 2017 წლიდან პროკურორთა შეფასება განხორციელდება როგორც საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის, ასევე საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობის, სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის, დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის, ტრენინგებზე მიღწეული შედეგებისა და სხვა აქტივობების მხედველობაში მიღებით. გარდა ხარისხობრივი მაჩვენებლებისა, შეფასდება პროკურორის დატვირთვაც. შეფასების შედეგები საფუძვლად დაედება პროკურორთა დაწინაურებას, წახალისებას და მათთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას. პროკურატურის სისტემაში შეფასების სისტემის დანერგვა მინიმუმამდე დაიყვანს პროკურორთა სუბიექტური შეფასების რისკებს, გააუმჯობესებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს და გაზრდის ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობას. 2017 წლის პირველ ნახევარში გაიწერება მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლებისა და მენეჯერების შეფასების კრიტერიუმები.
საქართველოს პროკურატურამ პროკურატურის სტრატეგიასა და პროკურორთა შეფასების სისტემაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო და მათი შემუშავების პროცესში ჩართული იყო პროკურატურის ყველა მუშაკი. აღნიშნული დოკუმენტების პროექტები საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში გააცნო სხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა შენიშვნების დიდი ნაწილი ასახულია დამტკიცებულ დოკუმენტებში.
საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს და ევროპის საბჭოს, რომლებმაც მნიშვნელოვანი საექსპერტო და ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს პროკურატურას.
სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, საქართველოს პროკურატურა მოწოდებულია ყველა სახელმწიფო ორგანოსთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისკენ.

იხილეთ: საქართველოს პროკურატურის სტრატეგია

პროკურორთა შეფასების სისტემა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42