„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით თუ გადასახადების მატების რეფერენდუმზე გატანის საკითხი ამოიღეს კონსტიტუციიდან ყოველთვის იქნება რისკი იმისა, რომ როგორც კი მთავრობას გაუჭირდება და შემოსავალი დააკლდება, გადასახადი გაზარდოს:
„თავისუფლების აქტი ეს იყო ბარიერი სამომავლოდ ხელისუფლებაში ისეთი ძალების მოსვლის შემთხვევაში, რომელსაც ექნებოდა მსგავსი სოციალისტური და ეკონომიკური განვითარების საწინააღმდეგო იდეები. თუ გადასახადების მატების რეფერენდუმზე გატანის საკითხი ამოიღეს კონსტიტუციიდან ყოველთვის იქნება რისკი იმისა, რომ როგორც კი მთავრობას გაუჭირდება და შემოსავალი დააკლდება, გადასახადი გაზარდოს. მაგალითად ყოველი წლის ბოლოს მათ აკლდებოდათ ფული ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
გადასახადების გაზრდის საფრთხეზე საუბრობს „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანიც:
„მათ ესტონური მოდელი შემოიღეს თუმცა ამავდროულად გაზარდეს აქციზის გადასახადი , არ არის გამორიცხული რომ მომავალში სხვა გადასახადებიც გაზარდონ. ეკონომიკის დანგრევის მერე ისინი მიადგნენ საშუალო ფენას, ბიზნესს და ადამიანებს რათა მათი ჯიბიდან ამოიღონ რაც შეიძლება მეტი თანხა. ეს რეგულაცია ფაქტობრივად იყო შემაკავებელი ფაქტორი.“- განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






