როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი „სხვა რაკურსის“ წამყვანი გია ჯაჯანიძე მალე თავის წიგნს გამოსცემს, მანამდე კი წიგნიდან ამონარიდებს ის სოციალური ქსელით უზიარებს მკითხველს.
გია ჯაჯანიძე: „ადამიანი მარტო მოდის ამ საწუთროში და მარტო მიდის. თუმცა არიან რჩეულები, რომლებიც მარტო არ მოდიან და არც მარტო მიდიან.
სული ტკივილს განიცდის მაშინ, როცა ის დამძიმდება.
სული მძიმდება, როცა შენს გრძნობებს უარყოფენ, როცა არ მოგწონს შენი საქციელი, როცა გშურს, როცა ჯიუტი ხარ, როცა ცნობის მოყვარე ხარ და როცა უმადური ხარ.
სული მძიმდება, როცა ქაოსი გაქვს, როცა საიდუმლოს შენახვა არ შეგიძლია, როცა ადამიანს ჩაგრავ და ეჭვებში ცხოვრობ.
სული მაშინაც მძიმდება, როცა შანსი მოგეცემა, გამოიყენებ და სწორად ვერ წარმართავ.
სული კიდევ მძიმდება მაშინ, როცა გგონია, შენი ოცნებები ახდება გონიერი, ნიჭიერი და კეთილმოსურნე ადამიანების გარეშე.
და ბოლოს. დამძიმებულ სულს სიმშვიდე ტოვებს, მარტო რჩება და იწყებს კვდომას.
ბედნიერებას გაფრთხილება უნდა, ის წარმავალია თუ თანდაყოლილი არ გაქვს.“
მასალის გამოყენების პირობები






