ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა - 16:00, 01 Feb, 2017     1261
ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს. მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, საიედ კამალმა დაუდასტურა.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში მხარდაჭერისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების პოლიტიკური ჯგუფის ლიდერთან, საიდ კამალთან. რასაკვირველია, პირველ რიგში, ჯგუფის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჯგუფი უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ეს არის ჯგუფის პოზიცია. საიედ კამალი დაინტერესდა საქართველოში, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. საუბრის თემა იყო, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსთან. ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ ის მზად არის, საქართველოს მხარი დაუჭიროს დემოკრატიული განვითარების და განმტკიცების პროცესში და ასევე, დაეხმაროს ქართულ მხარეს გაერთიანებულ სამეფოში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაშიც“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42