პარლამენტი და მთავრობა შეზღუდულია თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში. პარლამენტისთვის გადასახადებზე მსჯელობის უფლების ჩამორთმევა, ნიშნავს რომ ძირითადი მისი ფუნქცია ჩამოართვა. ეს არის ინსტიტუციური დემოკრატიის სერიოზული შეზღუდვა, არის გზა პოპულისტური, პლებისციტური დემოკრატიისაკენ და ავტორიტარული სისტემისაკენ. ეგ ქარტია რომ იქნა მიღებული , მაშინდელმა პრეზიდენტმა დაიბარა ევროპის ელჩები და უთხრა, აქამდე ჩვენ ვსწავლობდით თქვენგანნ და ახლა ისეთი რამე მოვიგონეთო, რომ თქვენ უნდა გასწავლოთო. ეს თავისუფლების აქტი კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში შეიტანეს. ელჩები სახტად დარჩნენ. ყველა გაკვირვეულია ეგეთი ჩანაწერი როგორ გაქვთო, რათ გინდათ პარლამენტი ან მთავრობა, რომელიც ამის თაობაზე გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ასეთი ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში ყველა მთავრობა მოერიდება გადასახადების შემცირებას, რადგან გაზრდა იქნება უფრო რთული, ეს ნონსენსია’- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ეკონომიკური თავისუფლების ქარტიის მიღება 2011 წელს მოხდა. აქტით გათვალისწინებულია, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) არ იქნება 30%-ზე მეტი; ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მშპ-სთან კონსტიტუციურად დაფიქსირდება, რომ იქნება არა უმეტეს 3%-სა; მთლიანი სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან იქნება არა უმეტეს 60%-სა. ამასთან ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი უნდა იყოს ”გამონაკლისის სახით” რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით.
მასალის გამოყენების პირობები






