ვიცე-პოლკოპვნიკ გია ცერცვაძის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოს არსებობის შესახებ საუბრობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. შალვა ხუციშვილი ასევე განმარტავს, რომ დამატებით კომენტარს თავად ქართველი სამხედროს ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გააკეთებს.
ხუციშვილი სხვა პირებსაც მოუწოდებს თავი შეიკავონ საქმეზე საუბრისგან:
„ბევრი საკითხიდან და ბევრი კონტექსტიდან გამომდინარე, მათ შორის თავად ცერცვაძის ინტერესებიდან გამომდინარეც, ჩვენ შეგნებულად არ ვაკეთებთ კომენტარს და ვისმენთ ამ ბრალდებებს, თუმცა, თუ იქნება შესაბამისი ფორმატი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. საკვირველია, ის ხალხი ვისაც სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვება აქვს და აქვს საშუალება რაღაც ინფორმაცია შეიტყოს, ტელევიზიით გამოდიან, როცა შეგვიძლია მარტივად მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და გაერკვეს, სანამ კომენტარს გააკეთებს“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






