რამდენიმე წუთის წინ, ბავშვთა სამყაროს აქციონერებმა სკანდალური განცხადება გააკეთეს. სავაჭრო ცენტრის პირველი დამფუძნებლები არ გამორიცხავენ, რომ "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი შესაძლოა განზრახ, ბიზნეს ინტერესებსთვის გააჩინეს.
სპეციალურ ბრიფინგზე კონკრეტული სახელიც დასახელდა. კერძოდ, აქციონერების განცხადებით, 41%-იანი წილის მფლობელ აქციონერს, დიმიტრი აბდუშელიშვილს შენობასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები ჰქონდა და მის მითვისებას დირექტორის დახმარებით ცდილობდა.
„მაჭავარიანმა მოიყვანა მხაზველები და წარმოგვიდგინა მაკეტი, რომ ბავშვთა სამყაროს უკანა მხარეს უნდა აშენდეს ტერიტორია, განვავითაროთ ბავშვთა სამყარო. მიზანი იყო აქციონერების ჩამოშორება, ან ხანძარი უნდა მომხდარიყო ან აქციები უნდა შეესყიდათ მთლიანად. ჩვენ არ გავყიდეთ აქციები, ჯერ ერთი არ გვთავაზობდნენ და არც ვენდობოდით მაჭავარიანს. ის კაცი ვინც ყიდულობდა არ გამოვიდა ჩვენთან რომ დაგვლაპარაკებოდა.
"ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება მაჭავარიანი საქმის კურსში არ არის და სულ სხვა მხრივ ხდება რაღაც, შეიძლება მაჭავარიანის გადაგდებაც უნდათ. მათი ინტერესი რომ იყო ხელში ჩაგდება ეს ფაქტია,“-განაცხადა ბავშვთა სამყაროს აქციონერმა თენგიზ ლოლაძემ.
მეწილეების ინფორმაციით, აბდუშელიშვილმა შეძენილი წილი ოფშორულ ზონაში დაარეგისტრირა.
მასალის გამოყენების პირობები






