არ შეიძლება პრეზიდენტის არჩევის წესი საყოველთაო იყოს - გიორგი კახიანი
პოლიტიკა - 14:32, 01 Feb, 2017     1981

საქართველოს პარლემენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ არ შეიძლება პრეზიდენტის არჩევის წესი საყოველთაო იყოს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა განაცხადა, პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობისას ყველაფერი დადის პიროვნებებზე, ხშირად ეს აღიქმება, რომ ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვის, რაც კახიანის მტკიცებით არასწორია.

„პირველ რიგში საკონსტიტიციო კომისიის ფორმატში მომუშავე ჯგუფმა უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ რა სტატუსის, რა უფლებამოსილების მქონე უნდა იყოს პრეზიდენტი. როდესაც ამ საკითხზე იქნება კონსესუსი, ამის შემდეგ შეიძლება იმაზე საუბარი, ასეთი უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტს როგორი ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს აქვს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, ეს ლეგიტიმაცია უფრო ნაკლებია, როდესაც არაპირდაპირი წესით ხდება მისი არჩევა, მაგრამ მთლიანობაში ეს უნდა იყოს რელევანტური იმ უფლებამოსილებების, რაც პრეზიდენტს გააჩნია“- აღნიშნა გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკის ფუნდამენტის გაძლიაერება პრეზიდენტის კომპეტენციის ნაწილში ცვლილებებს გამოიწვწვს.

„ თუ მივდივართ იმ გზით, რომ პრეზიდენტის კომპეტენციური არსენალი გაძლიერდეს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ დარჩეს ასეთი არჩევის წესი. თუ მივდივართ უფრო იქითკენ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის ფუნდამენტს ვაძლიერებთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეზიდენტის კომპეტენციის ნაწილში კიდევ რაღაც ცვლილებები, შესაძლოა არც იყოს ასეთი მაღალი ლეგიტიმაციით მისი არჩევის აუცილებლობა”- განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა.

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის ფუნქცია უნდა იყოს პოლიტიკური კრიზისების არსებობის შემთხვევაში ვითარების გამანეიტრალებელი ინსტიტუცია.

„სამწუხაროდ, ამ საკითხზე როდესაც არის მსჯელობა, რატომღაც ყველაფერი დადის პიროვნებებზე. ხშირად ეს აღიქმება, რომ ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა კონკრეტული, ამ შემთხვევაში მოქმედ პრეზიდენტზეა საუბარი, უფლებამოსილებების შეზღუდვის. ეს არასწორი მიდგომაა, ინსტიტუციებზე უნდა ვისაუბროთ და არა პიროვნებებზე. პიროვნებები უნდა ერგებდნენ ინსტიტუციებს და არა პირიქით”, -აღნიშნა კახიანმა.

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესს ცვლილების შემთხვევაში, ეს მოქმედ პრეზიდენტს არ შეეხება.

”ისეც რომ მოხდეს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნებზე გადავიდეთ, ეს არანაირად არ შეეხება მოქმედ პრეზიდენტს. მას მოქმედი უფლებამოსილების ვადა ჩვეულებრივად ამოეწურება”, - განაცხადა კახიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42