რა გახდა ბათუმში ფსიქიკური პრობლემების მქონე დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი - ფაქტები და ვერსიები
შემთხვევა - 12:32, 01 Feb, 2017     13272
ბათუმში, ინასარიძის 14 გარდაცვლილები გვიან ღამით, პროზექტურაში გადაასვენეს. ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა 75 წლის დედისა და 50 წლამდე შვილის გარდაცვალების რეალური მიზეზით.

მეზობლები და ნათესავები გარდაცვალების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ.

ნაწილი დედა-შვილის გარდაცვალებას ძლიერ ყინვას და ელექტროენერგიის არქონას ასახელებს, მეორე ვერსიით, 75 წლის ქალბატონი მძიმედ ავადმყოფობდა.

"რომ ჩართეს შუქი პლიტა ჩაირთო, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ მოვუტანეთ. გაყინულები არ არიან. ჩემი ვერსია არის, რომ დიდი ხნის ავადმყოფი იყო ეს ბიჭი და რომ გარდაიცვალა დედამისი წამოდგა და კარებთან წაიქცა,"-აცხადებს გარდაცვლილების ერთ-ერთი ნათესავი ნუნუ ჩხაიძე.

მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და სამივე წევრს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა. შემთხვევის დროს ოჯახის კიდევ ერთი წევრი, საავადმყოფოში იმყოფებოდა.

"გავიგეთ, რომ მეხუთე სადარბაზოში, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობდა მოხდა ეს საზარელი ფაქტი. ქალბატონს ორი სულიერად ავადმყოფი შვილი ჰყავდა. თვითონ კი ლოგინად იყო ჩავარდნილი. რომ არ გამოჩნდა, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, მაშველებმა კარის შემტვრევის შემდეგ, ორი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს, პოლიციამ შვილი საწოლში ნახა, დედა კი - კარებთან " - აცხადებს მეზობელი.

ინასარიძის 14 ნომერში მცხოვრებლები გამორიცხავენ, რომ გარდაცვლილების მიზეზი გაზის გაჟონვა ყოფილიყო, რადგან, ოჯახი ბუნებრივი აირით არ სარგებლობდა.

ფაქტს, რომ გარდაცვლილებს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა ადასტურებს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

"ამ ოჯახს ვიცნობდი, მის სამივე წევრს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა და პერიოდულად ისინი კლინიკაში თავსდებოდნენ. ამჯერად გარდაცვლილის ძმა კლინიკაშია. რაც შეეხება დედა-შვილს, პირველადი დაკვირვებით, ისინი რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან"- განაცხადა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42