პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი ქრისტიან დანიელსონი და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორი თომას მაირ-ჰარტინგი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი.
შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, აღინიშნა, რომ საქართველო ყველაზე წარმატებული ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, აქტიურად ვავითარებთ ასოცირების დღის წესრიგს.
“ასევე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ასოცირების ხელშეკრულება და DCFTA იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირს.
ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა განვითარდეს კონკრეტული პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ჩართულობას უსაფრთხოების, საგარეო, ეკონომიკურ პოლიტიკაზე“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკომისიისაგან საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მხარდაჭერა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში.
მასალის გამოყენების პირობები






