როგორც "ნიუპოსტს" გარდაცვლილის ახლობლებმა განუცხადეს, ახალგაზრდა საავადმყოფოში 24 იანვარსპნევმონიის დიაგნოზით შეიყვანეს, რენტგენის გავლის შემდეგ კი სახლში გაწერეს.
"შოთიკოს მდგომარეობა შეფასდა არა მძიმედ, მალევე გაწერეს სახლში, თუმცა რამდენიმე დღეში ბავშვი კვლავ შეუძლოდ გახდა და უკან მოვიყვანეთ, გვარწმუნებდნენ, რომ საგანგაშო არაფერი არ იყო, 30 იანვარს კი გვითხრეს, რომ მდგომარეობის გართულების გამო საჭირო იყო კათეტერის ჩადგმა, რაზეც შოთიკო არ თანხმდებოდა. ოჯახმა ურჩია ექიმს, რომ დაეძინებინათ პაციენტი, რაც არ გააკეთეს, რამდენიმე საათში კი შოთიკო კომაში ჩავარდა, ოჯახმა საკუთარი ძალებით რეანომობილი გამოიძახა, თუმცა ახალგაზრდა გზაში, ქუთაისი მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაიცვალა"- აღნიშნა გარდაცვლილის ახლობელმა.
ცირდაიას ოჯახი ექიმებს სამედიცინო ისტორიის შესაძლო გაყალბებაშიც ადანაშაულებს. მათი თქმით, თუ მკურნალი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება ისინი მიცვალებულს არ დაკრძალავენ.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, ცხედარი მათ დროებით საცხოვრებელი სახლის ეზოში ქვიშაში ჩამარხეს.
რაც შეეხება ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს პოზიციას, მათი თქმით, საქმეს მარეგულირებელი კომისია სწავლობს.
დამატებით დეტალებზე საავადმყოფოში არ საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






