"არჩეული ხელისუფლების მიმართ ნდობა უნდა გაგაჩნდეს" - სესიაშვილი პრეზიდენტს და არასამთავრობოებს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 17:46, 31 Jan, 2017     2351
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საქართველოს პრეზიდენტს განცხადებების სტილს უწუნებს.

საქმე ეხება "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებაზე პრეზიდენტის პოზიციას, რომელმაც თვლის, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებისას თემაზე პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, რატომ მოხდა საქართველოს პოზიციების შესუსტება.

როგორც თემის კომენტირებისას "ქართული ოცნების" წევრმა "ნიუპოსტს" განუცხადა, მარგველაშვილის განცხადებები არასამთავრობოების დონისაა.

"მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტი არის, სახელმწიფოს მეთაური, ჩემი აზრით, ის არ უნდა სვამდეს ისეთ კითხვებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის დონეა. როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მეტი კითხვა უნდა დაისვას და მეტ საკითხს უნდა გაეცეს პასუხი, პრეზიდენტი ხარ... მისი ადმინისტრაცია, არსებული გამოწვევების თაობაზე, ჯერ კიდევ მაშინ იყო საქმის კურსში, როცა მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. მეორე, მას (გიორგი მარგველაშვილს) თუ რამე კითხვა აქვს, შეუძლია პასუხი მიიღოს, შეუძლია ხელშეკრულება გამოითხოვოს, პროცესის ნებისმიერ მომენტში შეეძლო მისი პოზიცია დაეფიქსირებინა და თუ რამე კითხვა ჰქონდა პასუხი მიეღო. ის ვიღაცას კი არ უნდა მოუწოდებდეს კითხვები დასვითო, თუ კითხვები აქვს უნდა დასვას, მე თუ მივიღე პასუხი პრეზიდენტს არ შეუძლია? ან ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან კითხვის დასმის პრობლემა უდგათ?"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციისა და არასამთავრობოების მოთხოვნას, გასაჯაროვდეს "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულება, სესიაშვილი ამბობს, რომ ეს კომერციული საიდუმლოებაა და განსაჯაროებას ორივე მხარის თანხმობა სჭირდება.

"პირველ რიგში ეს არის კომერციული საიდუმლოება, რომელსაც ორივე მხარის შეთანხმება არეგულირებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა "გაზპრომის" ხელშეკრულებები საიდუმლოვდება, ეს ყველგან ასეა. განსაიდუმლოებას კი ორივე მხარის თანხმობა სჭირდება. რაც შეეხება არასამთავრობოების მოთხოვნას, დოკუმენტის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ამაზე პასუხი გაგეცით"- თქვა პარლამენტის დეპუტატმა.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არასამთავრობოებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ "მესამე სექტორი ხელისუფლებას უნდა ენდობოდეს".

"გავაუქმოთ არჩევნები საერთოდ, მივცეთ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუნდაც ფარული საგამოძიებო მოქმედებები დავუქმვემდებაროთ რომელიმე მათგანს, "საიას" ან "საერთაშორისო გამჭვირვალობას". ყველაფერი გადავაბაროთ მაგათ, რადგან ყველაფერზე პრეტენზია და კითხვა აქვთ. ასეთი მიდგომებით ჩვენ შორს ვერ წავალთ.

არასამთავრობო ორგანიზაციებიდან კონსტრუქციულ, შინაარსობრივ მიდგომას ვერ ვხედავ. რას ჰქვია გავასაჯაროვო? ხელისუფლება იმიტომ აირჩიე, რომ შენ მის მიმართ ნდობა უნდა გაგაჩნდეს. თუ კითხვები არსებობს, ხელისუფლება ვალდებულია მას პასუხი გასცეს, ჩვენ ყველა კითხვაზე პასუხი გავეცით... თუ არ ვენდობით პოლიციელს მაშინ ნუ ვაძლევთ მათ იარაღს, თუ ხელისუფლება ავირჩიე და არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად მაშინ უნდა ვენდოთ, რასაც ხელისუფლება გეტყვის, არ არის აუცილებელი, ყველა საიდუმლო დოკუმენტი აფრიალოს და სახლში მოგიტანოს. ასეთი მიდგომა არღვევს იმ მთავარ პრინციპს რაც არის ქვეყანაში ძალაუფლების ბალანსი და შესაბამისი წილი პასუხისმგებლობა. ხვალ რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ მომთხოვოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიული დოკუმენტები გამოაქვეყნეო, რადგან ეჭვი მეპარება ხელისუფლება თავისი ქვეყნის დაცვას არ ცდილობსო, რა უნდა ვთქვათ? ავდგეთ და გამოვაქვეყნოთ სტრატეგიული დოკუმენტები?!"- აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42