,,მოვაჭრეთა კომპენსაციის გაცემის საკითხი მერიის მხრიდან არ განიხილება"- ლექვინაძე
პოლიტიკა - 16:42, 31 Jan, 2017     2426
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე „ბავშვთა სამყაროს“ მეწარმეების 3 წარმომადგენელს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დაზარალებულებმა მერიის პოზიცია კიდევ ერთხელ მოისმინეს და არსებული გარემოებების გადაჭრის გზებზე მერის მოადგილეს საკუთარი ხედვები გააცნეს.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ამ დროისათვის, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი მეწარმეებისთვის ალტერნატიული ფართების შეთავაზებასთან ერთად, საბანკო დაწესებულებებთან შუამდგომლობისა და საგადასახადო ვალდებულებების შემსუბუქების საკითხებზე მსჯელობს. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში ბაზრობების დირექტორები თბილისის მერიას წარუდგენენ იმ ობიექტების ჩამონათვალს, სადაც დაზარალებულები შეღავათიანი პირობებით სარგებლობას შეძლებენ.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა იმ მეწარმეებთან, რომლებიც „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ტანსაცმლითა და აქსესუარებით ვაჭრობდნენ. მათი ქონება, შესაძლოა ითქვას, სრულად არის განადგურებული. ჩვენ მათ გავაცანით ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც თბილისის მერია სთავაზობს დაზარალებულებს სხვადასხვა უწყებებთან ერთად, კერძოდ, ეს არის ალტერნატიული სავაჭრო წერტილები სხვადასხვა ბაზრობის ტერიტორიებზე, საბანკო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია/გადავადება და საგადასახადო ვალდებულებების შემსუბუქება, რაზეც ფინანსთა სამინისტრო მსჯელობს. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ მათ მირ დაყენებულ მნიშვნელოვან საკითხებს, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ დაზარალებულებთან, რათა გარკვეულ ჯგუფებს არ ჰქონდეთ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტირების საშუალება. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ისინი მუდმივ რეჟიმში იქნებიან ინფორმირებულნი. კომპენსაციის გაცემის საკითხი მერიის მხრიდან არ განიხილება, რადგან ეს ადამიანები არიან მეწარმეები, დღეს თბილისში 500 000-ზე მეტი მეწარმეა რეგისტრირებული და თითოეული მათგანის ქონების დაცვის საკითხს, რაც რეალურად არის სადაზღვევო სისტემის ნაწილი და ამ სისტემით უნდა ხდებოდეს მათი ანაზღაურება, მერია კომპენსაციით ვერ მოაგვარებს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„ბავშვთა სამყაროს“ მეწარმეებმა მერის მოადგილეს, თავის მხრივ, ე.წ. „იაფი სესხის“ საკითხთან დაკავშირებით ბანკებთან მოლაპარაკებაში დახმარება სთხოვეს. აღნიშნულ საკითხს ირაკლი ლექვინაძე უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42