აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები სოზარ სუბარს შეხვდნენ
პოლიტიკა - 16:41, 31 Jan, 2017     1390
30 იანვარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების და აფხაზეთის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის თაობაზე.

მინისტრის განმარტებით, დაგეგმილი რეფორმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გრძელვადიან პროცესს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათ მიერ შეიმუშავებული ”დევნილის შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტი”, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ საქმეს უნდა მოხმარდეს დევნილთა 45 ლარიანი შემწეობის გაუქმებით დაზოგილი თანხა.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მინისტრს დაეთანხმნენ, რომ ცხოვრების განვითარების კვალდაკვალ, მიზანშეწონილად მიაჩნიათ რეფორმის გატარება, თუმცა აღნიშნეს, რომ რეფორმა უნდა იყოს გონივრულად გათვლილი თითოეული ნიუანსის გათვალისწინებით.

”ჩვენ დავარწმუნეთ მინისტრი, რომ აფხაზეთიდან დევნილებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა საჭიროებს ამ პრობლემის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ პირველ რიგში პოლიტიკური დევნილები ვართ და იმავდროულად სოციალურად დაუცველებიც. არ დაგვიმალავს უარყოფითი პოზიცია (სავსებით არგუმენტირებული) ამ რეფორმასთან დაკავშირებით. კარგი იქნება, თუკი გაითვალისწინებენ ჩვენს კონცეპტუალურ ხედვას, ეს სერიოზულად დაეხმარება მათ დევნილთა განსახლების პრობლემებზე მუშაობაში. მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ერთობლივი მუშაობისთვის. ამავე თემაზე ვიცე-პრემიერთანაც გვაქვს დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა.” - აღნიშნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42