ხელშეკრულება ,,გაზპრომთან“ – ,,ყველა კითხვაზე პასუხი ცნობილია. ეს თემა ოპოზიციის გაზვიადებულია“
პოლიტიკა - 16:30, 31 Jan, 2017     2131
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებისას ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა.

ქვეყნის პირველი პირი თვლის, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, რატომ მოხდა საქართველოს პოზიციების შესუსტება.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, აქტიურად ჩაერთოს პროცესში, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია.

"ნიუპოსტი" პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატების პოზიციით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ მმართველი პარტიის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილისთვის "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების ირგვლივ ყველაფერი ნათელია და დეპუტატს დამატებითი კითხვები არ აქვს.

როგორც ქუცნაშვილი ამბობს, "გაზპრომის" საკითხი ოპოზიციის მიერაა გაზვიადებული.

"მე ვიცნობ საქართველოს ენერგომომარაგების სისტემას, სადაც გაზმომარაგების მომარაგების ნაწილში განმსაზღვრელ როლს არ თამაშობს ჩრდილოეთ-სამხრეთის მილსადენი, იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთის მოხმარების მოცულობა არის ძალიან ლიმიტირებული, ეს არის 2-2.5 მლრდ კუბ.მ-მდეა წელიწადში და შესაბამისად მილის გამტარიანობა, ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენით საკმაოდ მცირეა. საქართველოს ენერგოუსაფრთხოება გაზმომარაგების სფეროში გადის სამხერთ-კავკასიურ მილსადენზე, ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთ მილსადენზე, რომელსაც ვეძახით ბაქო-თბილისი-შახდენიზის გაზსადენს. მისი გამტარიანობაა 24 მლრდ კუბ.მ. წელიწადში და დღეის მდგომარეობით უკვე 6,5-7 მლრდ კუბ.მ.-ს ატარებს ეს გაზსადენი. ასე, რომ ეს თემა ოპოზიციის მიერაა გაზვიადებული, იქიდან გამომდინარე რომ ენერგოუსაფრთხოების სფეროში, გაზმომარაგების მიმართულებით ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენი არ ასრულებს გადამწყვეტ მნიშვნელობას"- უთხრა "ნიუპოსტს" ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატი საჭიროდ არ მიიჩნევს რუსულ ენერგოგიგანტთან დადებული ხელშეკრულების დეტალებს გაეცნოს.

"როცა ხელშეკრულების დეტალებით ინტერესდები, ე.ი ხელშეკრულების დეტალები საინტერესო შეიძლება იყოს რამოდენიმე მიმართულებით. ერთი: ვინ არიან მხარეები ? - ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ ვიცით ვინ არიან მხარეები. მეორე: რა ვადით დაიდო ხელშეკრულება?- ყველამ ვიცით, რომ ხელშეკრულება 2 წლით დაიდო. მესამე: გადახდის ფორმა და აქაც ყველამ ვიცით, რომ გადახდის ფორმა ნატურით ანაზღაურების ნაცვლად, შეიცვალა ფინანსური ანაზღაურებით, დარჩა მეოთხე საკითხი: ეს არის ერთადერთი საკითხი - გადასახადის ოდენობა რაც თავად ენერგეტიკის მინისტრმა დაადასტურა, რომ ის იმაზე ნაკლებია ვიდრე გატარების საფასურის მიღების დროს იყო. ანუ ყველა კითხვაზე პასუხი ცნობილია, რაც კი საზოგადოებას შეიძლება აინტერესებდეს. თუ არის რაიმე სხვა კითხვა, აი ამ 4 აქტუალური კითხვის გარდა?!" - განმარტა "ქართული ოცნების" დეპუტატმა.

"ნიუპოსტის" კითხვაზე, რატომ დათმო საქართველოს ხელისუფლებამ მის ხელში არსებული ბერკეტი, მაშინ როცა წლების განმავლობაში რუსეთი საქართველოს ნატურის სახით უხდიდა საფასურს, დეპუტატმა თქვა, რომ ეს რუსული მხარის დაჟინებული მოთხოვნით და საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე მოხდა.

"ჩვენ 2003 წელს დავდეთ ხელშეკრულება მაშინდელ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს. ამის აუცილებლობა გახდა იმიტომ რომ საერთაშორისო სავაჭრო წესებში მიღებული სტანდარტია. სატრანზიტო საფასურის გადახდა ხდება მონეტარული სახით - ეს ერთი და მეორე, ამას ითხოვდა რუსეთის ფედერაცია დაჟინებით ბოლო 5 თუ 7 წელიწადია. ეს ორი მიზეზია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია"- დასძინა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რუსულ ენერგოკომპანია "გაზპრომთან" შეთანხმებას ხელი ოფიციალურად წინა კვირას მოაწერა.

კახი კალაძემ არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკოსების იმ მოთხოვნაზე რომლის გაფორმებული ხელშეკრულება უნდა გასაჯაროვდეს თქვა, რომ დოკუმენტის გასაჯაროების საკითხი საქართველოს გადასაწყვეტი არ არის.

აღსანიშნავია, რომ “გაზპრომი” 2015 წლის ბოლოსაც ცდილობდა, საქართველოსთან ხელშეკრულების პირობები შეეცვალა თუმცა მაშინ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის შემდეგ ქართული მხარე რუსეთის შემოთავაზებას არ დათანხმდა.

2016 წლის დეკემბერში კალაძე ორჯერ შეხვდა “გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას, ბოლო შეხვედრა მინსკში 10 იანვარს გამართა. შეხვედრიდან დაბრუნებულმა კალაძემ აღნიშნა, რომ “გაზპრომისგან” საინტერესო და საბოლოო წინადადებები მოისმინა.

"გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება ორწლიანია და ის 2017 წელს მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის შერეული წესით, ნატურით და ფულით ანაზღაურებას, 2018 წლიდან კი, მხოლოდ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას ითვალისწინებს.

ოპოზიციისა და არასამთავრობოების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო ინტერესებს უღალატა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42