„მინდა, პირველ რიგში, ე.წ მოსმენების კანონზე მოგახსენოთ. ამ თემას საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ყოველთვის, ყველა ეტაპზე. თქვენ იცით, რომ აღნიშნულ კანონპროექტს გიორგი მარგველაშვილმა თავის დროზე ვეტოც დაადო, რაც სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული და შედეგად მძიმე და სამწუხარო გამოცდილება და რეალობა მივიღეთ.
ქვეყნის პირველი პირის აზრით, ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსფართხოების ინტერესები. პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები.
ასეთი სტრუქტურის შექმნისას კი, ამოსავალი პირინციპი უნდა იყოს ამ უწყების ანგარიშვალდებულება და ეფექტიანი კონტროლი სამივე სახელისუფლო შტოს - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს მხრიდან“- განაცხადა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






