პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს აქტიურად ჩაერთოს „გაზპრომთან“ დაკავშირებულ პროცესებში
პოლიტიკა - 14:44, 31 Jan, 2017     1330
პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. ეკა მიშველაძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა.

მიშველაძის განცხადებით, პარლამენტის ინტერესში უნდა შედიოდეს კითხვებზე პასუხების მიღება.

"დღეს უკვე, თითქმის, აღარავინ დაობს იმაზე, რომ „გაზპრომთან“ ახალი პირობებით გაფორმებული ხელშეკრულება, ძველზე უარესია, რაზეც ჩვენ განცხადება გავაკეთეთ ორი კვირის წინ და რასაც გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვა.

პრეზიდენტი 2015 წლიდან მოყოლებული, მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას, რომ ასეთ რთულ მოლაპარაკებებში უნდა მოხდეს სახელმწიფო რესურსის სრული მობილიზაცია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა იმისთვის, რომ ქვეყანა არ დარჩეს ისეთი სერიოზული სტურქტურის პირისპირ, როგორიცაა „გაზპრომი“.

პრეზიდენტის აზრით, ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

მიზეზები კი, აუცილებლად დასადგენია. პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, მათ შორის კი, ყველაზე მთავარს - რატომ მოხდა ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სფეროში ქვეყნის პოზიციების შესუსტება.

ამ კითხვებზე პასუხების მიღება ყველაზე მეტად მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე სახელისუფლებო შტოს - საქართველოს პარლამენტის ინტერესებში უნდა იყოს. თუმცა, ჯერ კიდევ ვერ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტისგან ხედვა - თუ როგორ მოხდება მომავალში მაინც, მსგავს შემთხვევებში, რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილება.

შესაბამისად, დღესაც კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს აქტიურად ჩაერთოს პროცესში, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია"- განაცხადა ეკა მიშველაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42