მიხეილ ჯანელიძემ ევროკომისიის წარმომადგენლებთან ევროკავშირის დახმარების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
პოლიტიკა - 14:19, 31 Jan, 2017     1149
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტაკასა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორთან ქრისტიან დანიელსონთან და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორთან თომას მაირ-ჰარტინგთან, რომლებიც ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ საქართველოს.

შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა „ასოცირების დღის წესრიგის“ და ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო-დოკუმენტის დროულად შემუშავების მნიშვნელობაზე, რაც საქართველოს დაეხმარება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი რეფორმების წარმატებით გატარებაში. ქართული მხარე მიესალმა ევროკავშირის დახმარების ფოკუსირებას ქვეყანაში ეკონომიკური მოდერნიზაციისა და განვითარების ხელშეწყობაზე, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერასა და პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებაზე, რაც ეხმიანება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო პროცედურების უმოკლეს ვადებში დასრულების აუცილებლობას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ შენგენის სივრცეში. შეხვედრაზე აღინიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა, რომლის მიზანია ქვეყანაში ევროკავშირის ჩართულობისა და ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული კონკრეტული შედეგების წარმოჩენა. ორივე მხრიდან გამოითქვა მზაობა ამ მიმართულებით ძალისხმევის ინტენსიფიკაციისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებისთვის. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სამომავლო პრიორიტეტებზე და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვეს 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება ამ რეგიონებში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრობლემებს, მათ შორის ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას. ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის აქტიური ჩართულობისადმი, მათ შორის მონიტორინგის მისიასა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. თავის მხრივ, ევროკავშირის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაცია გეგმავს საოკუპაციო ხაზის მონახულებას სოფ. ხურვალეთში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42