ირაკლი კობახიძე დღეს პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
პოლიტიკა - 11:46, 31 Jan, 2017     909
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, 31 იანვარს პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის განხილვასა და კენჭისყრის პროცედურას დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები შეხვედრებს ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ანტონიო ტაიანისთან, ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ზიგფრიდ ბრაკესთან და ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან, კრისტინ დეფრენთან გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრები ევროპარლამენტში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მომხსენებელს, მარია გაბრიელს შეხვდებიან.

დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკალისტერთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაველ სვობოდასთან. საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შემავალ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართავს, მათ შორის ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან, სერგეი სტანიშევთან, კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან, საიედ კამალთან და სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილესთან, სანდრა კალნიეტესთან .

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან გამართულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი დეპუტატები შეხვედრებს ევროკომისრებთან-დიმიტრი ავრამოპულოსთან და იოჰანეს ჰანთან, ასევე, ევროპარლამენტის წევრ ანა გომეშთან გამართავენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42