აღნიშნულ სკოლებში აფხაზური ენის შემსწავლელი კლასები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. თითოეულ კლასში მსმენელებს კვირაში 4 გაკვეთილი უტარდებათ.
აფხაზური ენის კლასების გახსნის ღონისძიებებში მონაწილეობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ზურაბ პატარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი.
ღონისძიების ფარგლებში შედგება შეხვედრა აფხაზური ენის კლასების მსმენელებსა და პედაგოგებს. ფერიის სკოლაში მოეწყობა მუჰაჯირობასთან დაკავშირებული ლიტერატურის გამოფენა. კლასის მსმენელები დადგამენ მოკლე თეატრალურ წარმოდგენას აფხაზურ და ქართულ ენებზე. წარმოდგენილი იქნება აფხაზური ტრადიციულ კერძები.
სახელმწიფო მინისტრი თავდაპირველად 11:00 საათზე სოფელ ფერიას სკოლას ეწვევა, შემდეგ კი ბათუმის მე-14 სკოლაში (ინასარიძის ქ.11) გადაინაცვლებს.
მასალის გამოყენების პირობები






