საქართველოს პრეზიდენტმა ტორბიორნ იაგლანდთან საკონსტიტუციო ცვლილებები და სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის მიმდინარეობა განიხილა
პოლიტიკა - 19:34, 30 Jan, 2017     1297
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა.


შეხვედრისას საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს.

ტორბიორნ იაგლანდმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს პრეზიდენტს ევროპის საბჭოს მხარდაჭერა საქართველოსთან თანამშრომლობასა და იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

„ყურადღება გავამახვილეთ საკონსტიტუციო პროცესზე. ვიმედოვნებთ, რომ იგი ყოვლისმომცველი და ყველასათვის მისაღები იქნება და წარმოადგენს ფართო პლატფორმას პოლიტიკური საქმიანობისა და ინსტიტუციური მშენებლობისათვის.

განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ მართლმსაჯულების რეფორმაზე. ძალიან კარგია, რომ ის შესაბამისობაში მოვა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან.

ჩვენ განვიხილეთ ევროპის საბჭოს წვლილი ე.წ. ნდობის აღდგენის მექანიზმში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება დადებითად აფასებს.

ჩვენ ვფიქრობთ როგორ გავაძლიეროთ ამ მხრივ მუშაობა და როგორ შევძლოთ მუდმივი მონიტორინგის განხორციელება.

ეს ძნელია, მაგრამ მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ ადამიანის უფლებების დაცვა ევროპის საბჭოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებებით დაინტერესდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ტორბიორნ იაგლანდს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც აღნიშნულ საკითხებზე დისკუსია გამართა.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის, რომ ევროსაბჭო დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებით და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებით“ , - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანიფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში კონსტანტინე კორკელია დაესწრნენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42