ვის დაქვემდებარებაში უნდა იყოს ე.წ. ფარული მიყურადების გასაღები- მმართველ გუნდს ახალი ინიციატივა აქვს
პოლიტიკა - 19:21, 30 Jan, 2017     1852
ფარული მიყურადების შესახებ კანონის შეცვლაზე მომუშავე ჯგუფი პარლამენტს კანონპროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვით, ე.წ. გასაღები ახალშექმნნილ სსიპ- ში განთავსდება, ხოლო აღნიშნული სსიპ-ის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს კომისიის წარდგინებით. კომისიაში იქნებიან პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელის არჩილ თალაკვაძის თქმით აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს იმას, რომ ეროვნული უსაფრთხოების სისტემები არ დაზარალდეს და ამასთანავე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული რეფორმა მაქსიმალურად იქნება შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან:

„ინიცირებული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონთა ახალი პაკეტი. ჩვენ გვექნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ქვეყნის სტაბილურობას. შემუშავებული დებულებები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნება შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ მოთხოვნებთან. მნიშვნელოვანია ის რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც თვითონ არ ექნება საგამოძიებო ფუნქციები და საგამოძიებო მიზნებისთვის ამ ინფორმაციის გამოყენების საჭიროება, რაც ასევე იყო ერთერთი მოთხოვნა და არგუმენტები ამ რეფორმის. ძლიერდება კონტროლის და ანგარიშვალდებულებების მექანიზმები, ბუნებრივია აქ იგულისხმება საპარლამენტო ნდობის ჯგუფი, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები. ამ სისტემით დაცული იქნება ფარული მიყურადების ფუნქციების განხორციელება ნებისმიერი გარე ჩარევისგან. ეს ცვლილებები ქმნის გარანტიებს რომ მინიმმუმამდე დავიდეს ჩვენი მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკები. ეს ცვლილებები არის მომზადებული იმგვარად რომ ეროვნული უსაფრთხოების სისტემები არ დაზარალდეს და არ შესუსტდეს, მითუმეტეს მაშინ როდესაც საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყნის სტატუსით აკეთებს პოზიციონირებას.“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ახალი სისტემის შექმნაზე და მის მნიშვნელობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა. მისი შეფასებით, საკითხზე შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა ისეთი პროექტი მოამზადა, რომელიც არსებულ გამოწვევებს შესაბამისად პასუხობს.

„საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს ახალ პროექტს, რომელიც ნამდვილად წინგადადგული ნაბიჯია, გამომდინარე იქიდან, რომ ის პასუხობს სამივე მოთხოვნას, რაც დღის წესრიგში იდგა. ერთი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა, მეორე - უსაფრთხოების გარანტიები და მესამე - ეს არის ადამიანის უფლებების უპრეცენდენტოდ დაზღვევის მექანიზმები. ამ პროექტის მიხედვით სასამართლო კონტროლს დამატებული პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და ამას კიდევ დამატებული ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ხელმძღვანელის არჩევის პროცედურა მაღალ ლეგიტიმაციას მოითხოვს, მართლაც უპრეცედენტო დაცულობის მექანიზმს შექმნის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამეტში მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ დახურულ სხდომაზე მსჯელობენ. სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ე.წ. გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შექმნილ სსიპ-ში გადადის. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ფარული მიყურადების ე.წ. გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შექმნილ სსიპ-ში არ უნდა გადავიდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42