რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩების როტაცია განხორციელდება
პოლიტიკა - 19:18, 30 Jan, 2017     2204
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და საქართველოს პრეზიდენტს საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში დასანიშნად ელჩების კანდიდატურები წარუდგინა.

როგორც "ნიუპოსტს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, "კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე წარდგენილია კონსტანტინე ქავთარაძის კანდიდატურა. იგი გახლავთ გამოცდილი დიპლომატი და 1990 წლიდან საქმიანობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2004 წელს გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2006-2011 წლებში - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, 2011-2015 წლებში - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში. კონსტანტინე ქავთარაძე 2015 წლის ივნისიდან დღემდე არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის თანამდებობაზე წარდგენილია ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა. ზურაბ აბაშიძე 1996 წლიდან არის სახელმწიფო სამსახურში და სხვადასხვა დროს საჯარო სექტორში იკავებდა საპასუხისმგებლო თანამდებობებს. 2012-2016 წლებში ის იყო საქართველოს პარლამენტის, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის თანამდებობაზე წარდგენილია ოთარ ბერძენიშვილის კანდიდატურა. მას აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მათ შორის 2011-2016 წლებში იყო საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კოლუმბიის რესპუბლიკაში, პერუს რესპუბლიკაში, ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში, გაიანის კოოპერატიულ რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში (CARICOM) საქართველოს წარმომადგენელი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42