შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. მათ შორის, საუბარი შეეხება 2017-2020 წლის ასოცირების ახალ დღის წესრიგსა და დახმარების ერთიან ჩარჩო დოკუმენტს, რომლებზეც ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დასკვნითი პროცედურების დროულად დასრულებას; „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადებას და ა.შ.. შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხრბა საქაეთვრლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის ჩართულობას ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ევროკომისიის წარმომადგენლების მიერ ქ. მცხეთაში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საველე ოფისისა და საოკუპაციო ხაზის მონახულება.
მასალის გამოყენების პირობები






