"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 15:39, 30 Jan, 2017     1748
პარტიას, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან წამოსულმა ჯგუფმა შექმნა „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ ეწოდა.

დავით ბაქრაძის თქმით „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში მიზიდულობის ცენტრის შექმნას შეძლებს:

„დღეს საზოგადოებასთან ერთად, ვდგამთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელმაც საქართველოში ახალი ძლიერი პოლიტიკური ცენტრის გაჩენამდე უნდა მიგვიყვანოს არ ვაპირებთ ვიყოთ არც მეორე, არც მესამე, არც 25 პოლიტიკური ძალა, ვიქნებით ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში მიზიდულობის ცენტრის შექმნას შეძლებს,"- განაცხადა ბაქრაძემ.

„ჩვენ მოძრაობას ქვია, მოძრაობა თავისუფლებისთვის, იმიტომ რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, სიტყვა თავისუფლება არის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ყოველდღიურად ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენი მოძრაობა არის მოძრაობა თავისუფლებისთვის და ეს თავისუფლებისკენ მოძრაობა სწორედ ნიშნავს მოძრაობს ევროპისკენ. ჩვენი მოძრაობა არის ასეთი, ძლიერი, თავზეხელაღებული, თავისუფალი ადამიანების მოძრაობა, რომელიც მშვიდობიანად, მაგრამ აუცილებლად ჩაანაცვლებს ამ უნიათო მთავრობას, რომელიც მხოლოდ ჭაობს გვთავაზობს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

პარტიის ლიდერების თქმით ისინი იქყებენ მუშაობას თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურად მისაღებად:

„თვითმართველობაში უნდა მოვიყვანოთ ხალხი, რომლებიც ემსახურებიან ჩვენ მოქალაქეებს და არა ოლიგარქს და ამით დავიწყოთ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. შემდგომში კი მთელ ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ ივანიშვილის რეჟიმი და რაც მთავარია ამის შემდეგ დავიწყოთ საქმის კეთება ამ ქვეყნითვის ძლიერი გუნდით, რომელიც შეზღუდულია კონსტიტუციით და არის ხალხის წინაშე ვალდებული, გუნდით რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, თითოეული მოქალაქის თავისუფლებას. თავისუფალი ადამიანები მოიპოვებენ კეთილდღეობას და თავისუფალი ადამიანები დაიცავენ უსაფრთხოებას საკუთარი ქვეყნის, ისინი უზრუნველყოფენ ეკონომიკურ წინსვლას და ამ ქვეყნის საბოლოო დაბრუნებას თავისუფალ ერთა ოჯახში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ღირსეულად და ყველას აქვს შანსი წინსვლის. ეს არის რაც ჩვენ გვინდა და ვიწყებთ თქვენთან ერთად ამ მოძროაბას, მადლობა თქვენ და მადლობა ყველას ვინც დღეს ჩვენტან არის და ვინც ხვალ იქნება ჩვენთან ერთად“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42