შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. თანამშრომლობაისეთ სფეროებს შეეხება, როგორიცაა სასამართლო სისტემა, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების საკითხები.
მხარეებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზეცც ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით, ქართული მხარისთვის ვენეციისკომისიასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა ინკლუზიურია და ყველაგადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის შედეგად მიიღება.
ირაკლი კობახიძემ თორბიორნ იაგლანდს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მომზადებული კონსოლიდირებულიანგარიშისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ სამდივნოს დელეგაციას არ ეძლევა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში შესვლის საშუალება, რათაადგილზე შეაფასოს არსებული მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშები საერთაშორისოსაზოგადოებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშების მომზადება საქართველოს მიმართ ყურადღებისა და მხარდაჭერისკიდევ ერთი დადასტურებაა.
შეხვედრაზე საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმებიც განიხილეს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან. განვიხილეთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთანდაკავშირებული საკითხები. სხვადასხვა თემაზე გამახვილდა ყურადღება, მათ შორის, იმ საკითხებზე, რომლებიც ხაზგასმულია ევროპის საბჭოს საპარლამენტოასამბლეის რეზოლუციაში. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში. შევეხეთ ყველა იმსაკითხს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში დემოკრატიულ განვითარებასთან. გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია გენერალურ მდივანთან და კიდევერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას საქართველოში ვიზიტისთვის და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულებისშემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






