"ცვლილებები არ იქნება ლეგიტიმური" - ხარატიშვილი კონსტიტუციის შესაძლო ცვლილებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 13:59, 30 Jan, 2017     624
საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტისას "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამახვილდა ყურადღება.

ხარატიშვილის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება კონსტიტუციას ისე ცვლის, რომ მისთვის ამის მანდატი მოსახლეობას არ მიუცია.

"ქართულ ოცნებას კონსტიტუციაში შეაქვს ის ცვლილებები, რომელზეც ბოლო არჩევნებში ხალხისგან მანდატი არ მიუღია. შესაბამისად, ცვლილებები არ იქნება ლეგიტიმური. ეს არამარტო ჩვენი, არამედ იმ პოლიტიკური ძალების მოსაზრებაცაა, რომლებთანაც ჩვენ შეხვედრები გვქონდა. ჩვენ სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებთან და სამდივნოს წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები იყო ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ევროსაბჭოში შეხვედრისას"- აღნიშნა ხარატიშვილმა.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართული შეხვედრებისას საუბარი იყო საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე.

"შეხვედრებზე საარჩევნო სისტემაზე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ეს არის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, ის კონსენსუსი, რომელიც არსებობს მთელ ოპოზიციურ სპექტრში, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური მეთოდებით კვლავ გავაგრძელებთ ხელისუფლებაზე ზეწოლას იმისთვის, რომ არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვალოს"- განმარტა ხარატიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42