საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით საქართველო აქტიურადაა ჩართული ნატოსთან თანამშრომლობის ყველა ფორმატში. ჯანელიძეს განცხადებით თუ სამიტის ფარგლებში იქნება რაიმე ფორმატი, სადაც ასპირანტი და პარტნიორი ქვეყნები დაშვებული იქნებიან, მათ შორის იქნება საქართველოც. აღნიშნული განცხადებით მიხეილ ჯანელიძებ ბრიუსელის სამიტში საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გააკეთა:
"სამიტის ფარგლებში თუ იქნება რაიმე ფორმატი, სადაც დაშვებული იქნებიან დაშვებული იქნებიან ასპირანტი და პარტნიორი ქვეყნები, ჩვენ იქ წარმოდგენილი ვიქნებით. ყველა შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ექნება, იმისათვის, რომ საკითხები იქნას დღის წესრიგი, თუ მონაწილეობა იქნეს მიღებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თუ სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, ეს ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული. მათ შორის, პრეზიდენტის მონაწილეობის სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ვანო მაჭავარიანის განცხადებით თუ საჭიროება არის, თუ შესაძლებლობა იქნება, პრეზიდენტი შეეცდება, ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ბრიუსელის სამიტზე სათანადოდ წარმოდგენას.
მასალის გამოყენების პირობები






