,,ყოველდღე საშუალოდ 2 ადამიანი იღუპება... ზღვარს გასცდა თქვენი პასიურობა“ - მიმართვა პრემიერს და პარლამენტს
სოც.მედია - 13:29, 30 Jan, 2017     6378
„ზღვარს გადასცდა ის პასიურობა, რასაც თქვენ იჩენთ... თითოეულის გარდაცვალების მიზეზი სწორედ თქვენი ყოვლადგაუმართლებელი პასიურობაა“ - ამ სიტყვებით მიმართავს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტარებს და სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

გოგა ჩანადირი: „ბატონო პრემიერ-მინისტრო!
ბატონო და ქალბატონო პარლამენტარებო!

თქვენს გამო ახალი წლიდან დღემდე, ანუ ბოლო ერთ თვეში გზებზე უკვე ბევრი ადამიანი დაიღუპა.
ზღვარს გადასცდა ის პასიურობა, რასაც თქვენ იჩენთ.
უკვე დიდი ხანია, საზოგადოება უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფას ითხოვს. თქვენ არც საქმით და არც კანონმდებლობით არაფერი შეცვალეთ.
ისმის მხოლოდ გაუთავებელი დაპირებები, რომ ეს ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ ლაპარაკიდან ლაპარაკამდე ყოველდღე საშუალოად 2 ადამიანი იღუპება და 25-მდე შავდება.
პროცესის გადადება გონივრულ ვადებსაც კი გასცდა.
თქვენ საშველი არ დააყენეთ დამრღვევი მძღოლებისთვის ქულების დაკლების სისტემის ამოქმედებას, მართვის მოწმობის გართულებული გამოცდით აღებას, ინფრასტრუქტურის სათანადოდ მოწყობას, ასევე, დამრღვევი ქვეითების დაჯარიმების საყოველთაო ნორმად დანერგვას.
კანონპროექტი წელზე მეტია თაროზე შემოდეთ. ამასობაში კი რკინის სიკვდილით ყოველდღე გვეღუპებიან ადამიანები.
თითოეულის გარდაცვალების მიზეზი თქვენი ყოვლადგაუმართლებელი პასიურობაა.

ბატონო პრემიერ-მინისტრო!
ბატონო და ქალბატონო პარლამენტარებო!
გთხოვთ, დღესვე დაიწყოთ პროცესი რკინის სიკვდილის შესაჩერებლად“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42