"ევროპული საქართველო" პრეზენტაციისთვის ემზადება - რა გეგმები აქვთ ყოფილ ნაციონალებს
პოლიტიკა - 13:12, 30 Jan, 2017     2432
„ევროპული საქართველო“ პრეზენტაციისთვის ემზადება. პარტია დღეს დაფუძნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადს გააკეთებს. პარტია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აქტიურად აპირებს და საკუთარი წარმომადგენელი ყველა თვითმმართველ ქალაქში ეყოლება.
პარტიის ღონისძიება სასტუმრო "ასტერიონში", 13:00 საათზე გაიმართება.

„მე დარწმუნებული ვარ რომ ეს იქნება პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც იბრძოლებს საქართველოში უკეთესი მომავლისთვის. რომელსაც აქვს იმის პერსპექტივა, რომ გახდეს მთავარი პოლიტიკური ძალა და აქვს იმის პერსპექტივა რომ ხალხს უკეთესი ცხოვრების ალტერნატივა შესთავაზოს. ამის შეთავაზება არ შეუძლია არც ხელისუფლებას და არც სხვა პოლიტიკურ პარტიას.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიგი უგულავას განცხადებით პარტიის სახელწოდებაში „ევროპული საქართველო“ იქნება, პარტია მემერჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიისაა და ის EPP -ის ოჯახში გაერთიანებას აპირებს:

„ევროპული საქართველო სახელწოდებაში იქნება, იმდენად რამდენადაც ეს პარტია უკვე არსებობს, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს სახელი უკვე მიიღო. ჩვენ გვქონდა მსჯელობა სახელთან დაკავშირებით, იყო რამდენიმე ვერსია. გვქონდა შეხვედრა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებთანაც სადაც ჩვენ ვაპირებთ გაწევრიანებას. ჩვენი პარტია არის მემერჯვენე-ცენტრისტული და ეკუთვნის იმ ოჯახს, რომელსაც EPP წარმოადგენს ამიტომ ევროპული საქართველო სახელწოდებაში იქნება“- განაცხადა გიგი უგულავამ.

პარტიის წევრის ოთო კახიძის განცხადებიტ საპარლამენტო უმცირესობაში არსებულ 2 ფრაქციას კიდევ ერთი, რეგიონების ფრაქცია დაემატება:

„თავიდანვე როცა გაყოფა მოხდა და განხორციელდა გადალაგება, აღინიშნა რომ ეს იყო დროებითი გადალაგება და შემდგომში ჩვენ სხვა ფრაქციების შექმნას არ გამოვრიცხავდით, სავარაუდოდ იქნება 3 ფრაქცია, ერთერთი იქნება რეგიონების ფრაქცია“- განაცხადა ოთო კახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42