დავითაიას განცხადებით, დიდი ალბათობით, ვენეციის კომისია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას მხარს არ დაუჭერს.
"ჩვენ შეხვედრები გვქონდა გენერალური სამდივნოს თანამშრომლებთან, ვინც დაკავებულია საქართველოს საკითხით. მინდა ცალსახად გამოვყო ვენეციის კომისიის მდივანთან შეხვედრა.
როგორც თქვენთვის ცნობილია ხდება კონსტიტუციის ცვლილება და ხდება გარკვეული ღონისძიებების გატარება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ვენეციის კომისიასთან და გავიარეთ ყველა საკითხი, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ჩვენი ორგანიზაცია მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს ვენეციის კომისიასთან. აქვე მინდა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ პოზიცია დავაფიქსირო საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას და არავითარ შემთხვევაში პარლამენტის მიერ მის არჩევას. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი გვქონდა ვენეციის კომისიასთან და ვენეციის კომისია სავარაუდოდ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას მხარს არ დაუჭერს"- აღნიშნა პაატა დავითაიამ.
მისი თქმით, კომპრომისის შესაძლებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო სისტემა მთლიანად შეიცვლება.
"საუბარია პროპორციულ სისტემაზე და არა მაჟორიტარულ სისტემაზე, რომელიც ვენეციის კომისიამ შეაფასა როგორც პოლიტიკური თაღლითობა. საუბარია ჯერი მენდერინგის სისტემაზე, რომელიც ასახულია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
უახლოეს პერიოდში ვენეციის კომისიის წევრების ვიზიტი იგეგმება და „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრები ვგეგმავთ მათთან შეხვედრას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მოკლე ვადებში მოხერხდეს, ჩვენ პარტნიორი ქვეყნებთან, იგივე ევროპის საბჭოს წარმომადგენლობასთან მჭიდრო კონტაქტის მეშვეობთ სიმართლის დადგენა და იმ პოზიციების დაფიქსირება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია"- თქვა ორგანიზაციის წევრმა.
მისი თქმით, ხელისუფლება სახელმწიფოს მთავარ დოკუმენტს, ისე ცვლის, რომ არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს არ ითვალისწინებს.
"ხელისუფლება აპრილის თვეში გეგმავს ყველა პროცესს მორჩეს, ვგულისხმობ ახალი კონსტიტუციის მიღებას, ისე რომ არ გაითვალისწინოს არავის აზრი დაწყებული ვენეციის კომისიიდან, დამთავრებული პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი რამ არ მოხდეს და ყველას აზრი გათვალისწინებული იყოს"- დასძინა პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






