"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მანიფესტაციებს აანონსებს
პოლიტიკა - 12:52, 30 Jan, 2017     1571
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ თუ 2 კვირის განმავლობაში ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, რათა რუსეთის მხრიდან ქართველი სამხედროების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდეს, მანიფესტაციებს აანონსებენ.

ამავე დროს ქართული ოცნების მხრიდან გამოცხადებულ ღალატის ქრონიკის კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამარტულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა ისაუბრა.

„მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო გია ცერცვაძეს გათავისუფლება. ეს არის ქართველი და უკრაინელი ხალხის გამარჯვება, ქართული საზოგადოების მხრიდან ჩვენი მეომრების, გმირების დაფასება.

ჩვენ არ ვაპირებთ რომ ხელები ჩამოვუშვათ და ჩვენი სამხედროების ბედი ხელისუფლებას მივანდოთ. თუ 2 კვირის განმავლობაში ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, რათა რუსეთის მხრიდან ქართველი სამხედროების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდეს, თუ ხელისუფლება რუსეთში ჩვენი მეომრების ექტრადიციის ხელშეწყობას არ შეწყვეტს, ჩვენ სახელმწიფო უწყებების შესასვლელებთან მანიფესტაციებს დავიწყებთ, რათა ამ გაზულუქებულ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება მშვიდად ჩააბარონ ჩვენი მეომრები საქართველოს მტერს.

ფაქტია, რომ ხელისუფლების ხმრდან ჩვენი მეომრების დევნა გრძელდება. რუსული მედია სააგენტოები ავრცელებენ იმ მეორების სახელებსა და გვარებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლაინობას იცავდნენ და ახლა უკრაინის დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ სწორედ ამ ადამიანების წინააღმდეგ გაგრძელდება სისხლის სამართლის დევნა.

სამწუხარო პროცესია, მაგრამ რეალობაა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებულია ღალატის ქრონიკა და ამაზე შემდეგი ფაქტები მიუთითებს:

1. ივანიშვილი და ქართული ოცნების წარმომადგენლები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ აცხადებდნენ, რომ საქართველომ 2008 აგვისტოში ომი დაიწყო, რაც სრულიად შეესაბამება რუსულ ნარატივს.

2. ოცნების წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი

3. არჩევნების შემდეგ მყისიერად გაათავისუფლეს რუსი ჯაშუშები -შკრილნიკოვი, ჩაპლიგინი, გევორქიანი, ჩახალიანი ისე რომ არ მოხდა, ამავე გაყალბებული ბრალდებით რუსეთის ფედერაციაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გამოშვება.

4. ხდება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ან/და დაკავება იმ ქართველი სამხედროების, რომლებმაც ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინეს.

5. ხდება ქართული სამხედრო წარმოების გაჩერება, და საიდუმლო თავდაცვითი ნაგებობების შესახებ ინფრომაციის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებისათვის გადაცემა

6. რუსეთი სომხეთის რკნისგზის აღდგენაზე საუბარი საქართველოს მოქალაქეების გვერდის ავლით

7. რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოება. გაზპრომთან ურთიერთობა ზიანს აყენებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს.

8. ევროკავშირში და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პოლიტიკიდან უკან დახევა, რისი დასტურიც ნატო-ს სამიტზე არ დასწრებაა

9. ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოშლის პროცესის დაწყება, სამხედროების ჯარიდან მასიურად გათავისუფლებისა და რიგი ქვედანაყოფების დაშლის გზით

10. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ სამხედროების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციაში საქართველოს ხელისუფლების აქტიური მონაწილეობა.“ - განაცხადა მინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42