ხანძრისგან დაზარალებულების პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ხანძრის ჩაქრობა დროულად არ მოხდა თბილისის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა უპასუხა. მისი თქმით ხანძრის შესახებ ინფორმაცია 04:10 საათზე შევიდა, ხოლო პირველი დანაყოფი ადგილზე 3 წუთში მივიდა. ცეცხლი იმ დროისთვის თითქმის მთლიან შენობას ეკიდა:
„პირველი ხანძრის კერა იყო უკანა მხარე, იქ გადანაწილდა დანაყოფები , მაგრამ 12 წუთში, როდესაც ჩვენ ვაპირებდით შესვლას წინა მხარიდან უკვე მოხდა შუშების ჩამოშლა, ანუ ფაქტიურად ხანძარი უკვე გავრცელებული იყო შენობის 13 ათასივე კვადრატულ მეტრზე. 5-7 წუთამდე მოხდა 31 ერთეული სახანძრო ტექნიკის მობილიზება ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება და დაქრობა.“- განაცხადა დავით გელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






