,,მეტის გამოგზავნა არ შემიძლიაო... ყურმილიდან გინების ხმა შემომესმა... ქალბატონი საღამოს გარდაიცვალა“ - ტრაგიკული ისტორია
სოც.მედია - 23:24, 29 Jan, 2017     129231
„კარგად წაიკითხეთ საქართველოში დარჩენილო, ემიგრანტი ქალების ქმრებო, ძმებო და შვილებო, კარგად წაიკითხეთ და მერე გადაწყვიტეთ როგორ ესაუბროთ უცხოეთში თქვენივე კეთილდღეობისთვის გადახვეწილ და საკუთარი ნებითვე მონად ქცეულ ცოლს, დედას თუ დას“- ეს კომენტარი ახლავს საფრანგეთში მცხოვრებ სულა სულაშვილის შემდეგ პოსტს.

სულა სულაშვილი: „რამდენიმე დღის წინ მის სანახავად ვიყავი...
მწვავე სტენოკარდიული შეტევით დააწვინეს ჰოსპიტალში.
მობილურის ზარი განუწყვეტლივ რეკავდა...
მივხვდი რომ პასუხის გაცემას თავს არიდებდა...
მოვუბოდიშე, დაგტოვებ მეთქი ვუთხარი და შემაჩერა...
ვერ ვეუბნები ჩემებს რაც დამემართა... ფული სჭირდებათ და რაიმე მიშველეო...
სამწუხაროდ იმ რაოდენობის თანხა ჯიბეზე არ მქონდა. შევპირდი, ახლავე მოვხსნი ბანკომატიდან და დავბრუნდები მეთქი. მისამართი ჩამაწერინა... აბა მე როგორ გავუგზავნი აქედანო?
მეორე დღეს ისევ მივაკითხე. გაგზავნის ქვითარი და კოდი მივუტანე... გახარებულმა დაურეკა ქმარს...
300 -ს გიგზავნით, მეტის საშუალება არ მაქვს და ეს გამოიზოგეთო...
ყურმილიდან ყვირილის და გინების ხმა შემომესმა. ქალბატონს სახეზე ფერი დაეკარგა. არ შემიძლია ადამიანო მეტის გამოგზავნა, რა სიკვდილი ვქნაო? მერე ატირდა...
და ქმნა სიკვდილი...
დღეს საღამოს გარდაიცვალა...
პ.ს. მუტრუკებო გისამძიმრებთ ცოლისა და დედის გარდაცვალებას, რომლის ღირსიც არც ერთი არ იყავით...
როგორ გიმალავდათ საკუთარ ტკივილს. ეგონა რომ თქვენ გაეტკინებოდათ და თქვენ.... (???)

პ.ს. უმორჩილესად გთხოვთ საერთო ნაცნობებს, სახელითა და გვარით კომენტარებში არ მოიხსენიოთ.
უბრალოდ რომ არ მეთქვა გული გამისკდებოდა...
გაუფრთხილდით ემიგრანტ ცოლებს, დედებს, ბებიებს, დებსა და შვილებს, მათ თქვენი თბილი სიტყვა, ასმაგად, როგორც აძლიერებს, ცუდი ისევე - კლავს“...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42