საპარლამენტო ოპოზიცია ევა გოცირიძის განმარტებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩავარდნის თაობაზე "სამარცხვინოს და არასერიოზულს" უწოდებს.
"ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატთა სიის განხილვის პროცესში ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებდა. მისი თქმით აღსანიშნავია, რომ კომიტეტში, რომელმაც სია უარყო, წარმომადგენელი მხოლოდ უმრავლესობას ჰყავს ეკა ბესელიას სახით. რატიანი მიიჩნევს, რომ სია იმდენად უსამართლოდ იყო ფორმირებული, რომ მას კომიტეტში ბესელიას ყოფნამაც ვერ უშველა.
ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც.
„ევროსაბჭოში დამოუკიდებლად იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება მიიღეს არა ვიღაცის გავლენის ქვეშ და ვიღაცის ზეწოლით, არამედ მიიღეს საკუთარი მრწამსის შესაბამისად, როდესაც ნახეს, რომ ეს კანდიდატურები არ შეესაბამება და არ არის ადექვატური იმ ორგანიზაციის, რომელშიც ისინი სახელმწიფოს უნდა წარმოადგენდნენ,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნინო კალანდაძე.
მასალის გამოყენების პირობები






