ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რეალიზაციიდან ამოღებული ტელეფონები ექსპერტიზის შემდგომ iPhone+_სს უკან გადასცა. iPhone+_ის მენეჯერის კახა სეფაშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული აიფონების უკან დაბრუნება ნიშნავს, რომ iPhone+_მა სიმართლე დაამტკიცა.
“ფაქტი, რომ საგამოძიებო სამსახურმა რეალიზაციიდან ამოღებული ტელეფონები კომპანიას უკან გადასცა, ნიშნავს, რომ ჩვენთან მეორადი ტელეფონები არასოდეს გაყიდულა და მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ კონკურენტების სპეკულაცია იყო. ერთხელ და საბოლოოდ ყველას გაეცა პასუხი, რომ ჩვენთან მეორადი ტელეფონები არასოდეს გაყიდულა და ეს ყველაფერი ჩვენს დისკრედიტაციას ემსახურებოდა”, - აცხადებს კახა სეფაშვილი.
iPhone+_ში აცხადებენ, რომ კომპანიის იმიჯი მიზანმიმართულად სასამართლოს მაღალჩინოსანის, ვალერიან ცერცვაძის მეშვეობით ილახებოდა.
“ფაქტია, რომ მეორადი ტელეფონები iPhone+_ში არასოდეს გაყიდულა. მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ კონკურენტების მხრიდან არაკეთილსინდისიერი, მიზანმიმართული, კამპანია იყო რაზედაც ახლო მომავალში ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე.
ერთხელ და საბოლოოდ ყველას შეკითხვას გაეცა პასუხი. ჩვენს წინააღმდეგ აგორებული ჭორი კი, ჩვენს დისკრედიტაციას ემსახურებოდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის ოჯახის წევრების და მისი მეგობრების მხრიდან. გვაქვს მტკიცებულებები, რომ თავად ეს ადამიანები ეწევიან მსგავს საქმიანობას, რასაც საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს, ხოლო ვალერიან ცერცვაძის ოჯახისა და მეგობრების მიერ აგორებული კამპანია და ცილისწამება, როგორც ჩანს მათი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის გადაფარვას ემსახურებოდა”, - ნათქვამია iPhone+_ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური iPhone+_ის მაღაზიებში 2016 წლის ივნისში შევიდა და მეორადი ტელეფონების რეალიზაციის მიზეზით მობილური მოწყობილობები ამოიღო. iPhone+_ში აცხადებენ, რომ კომპანიამ ტელეფონების ამოღებით ფინანსური ზიანი განიცადა და განგებ შეილახა კომპანიის იმიჯი.
მასალის გამოყენების პირობები






