ენმ ინტერპოლს წერილით მიმართავს - ,,მოვითხოვთ, ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა“
პოლიტიკა - 15:37, 28 Jan, 2017     1771
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა, რადგან ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ასევე, პარტია პარლამენტში გია ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამასთან, მთავრობისგან იმ სამხედროების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს, რომელთა მონაცემებიც რუსეთს გადაეცა.

აღნიშნულის შესახებ დღს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა.

„პირველ რიგში ყველას მინდა მივულოცო გია ცერცვაძის გათავისუფლება - ოჯახს, მთელ საქართველოს. ვუსურვებ გამარჯვებას ქართველი და უკრაინელი ხალხის საერთო მთრის წინაარმდეგ გამარჯვებაში.

მადლობა მინდა გადავუხადო ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის რომ ცერცვაძე დახსნილი ყოფილიყო პატიმრობისგან.

ასევე, მადლობა უკრაინის ხელისუფლებას, რომლემაც ღირსეული ნაბიჯი გადადგა და თავისი მეომარი მტერ სახელმწიფოს არ გადასცა.

ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს, ჩვენი კამპანია გრძელდება. მსგავსმა ფაქტებმა მიიღო სისტემური ხასიათი. ამიტომ, გვსურს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, გაასაჯაროოს ყველა იმ სამხედროს მონაცემები, სახელები და გვარები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ, ან ირიბად.

მოვითხოვთ პარლამენტში ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

ამის პარალელურად, ჩვენ უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიბმართავთ და მოვითხოვთ, ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა, რადგან ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42