სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დრანდის ციხიდან მოქალქე გიორგი ლუკავას გაყვანას არ ადასტურებს.
როგორც "ნიუპოსტს" სუს-ში განუცხადეს, ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას გუშინ მიაწოდეს.
„აღნიშნული ინფორმაცია გუშინ მივაწოდეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას. მათი მეშვეობით გააქტიურდა ცხელი ხაზი.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ ადასტურებს ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ლუკავას საქმეზე მუშაობა გრძელდება“, - განაცხადეს სუს-ში.
დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც ფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დაკავებული მამაკაცის ოჯახმა "ნიუპოსტს" აცნობა, დაკავებული მათ ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ გაცვლის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ პატიმარი საკნიდან დე-ფაქტო შს სამინსიტროს წარმომადგენლებმა გაიყვანეს და მისი კვალი დაიკარგა.
ლუკავას ოჯახი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა პატიმარი მოკლან. ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას და საკითხის გარკვევას სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






