სამართლებრივის გარდა, „კაბელების საქმეზე“ წმინდა პოლიტიკური აქცენტების დასმაც შეიძლება, თუმცა ვიდრე ამაზე გადავალთ, პრეისტორია გავიხსენოთ: ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა „თავისუფალი დემოკრატების“ ჯერჯერობით მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. ზოგადად, შექმნის დღიდან, როგორც „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, კოალიციაში ალსანიას მიმართ მაინცდამაინც დიდი კეთილგანწყობა არ არსებობდა.
„ივანიშილმა „რესპები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ თავის დროზე გვერდით იმიტომ დაიყენა, რომ პროდასავლელის იმიჯი შეექმნა“, - აღნიშნავს „ნიუპოსტის რესპოდენტი. მისივე თქმით, თავდაცვის ექსმინისტრის მიმართ განსაკუთრებული უარყოფითი დამოკიდებულებით ყოფილი პრემიერი, ღარიბაშილი გამოირჩეოდა.
„მართალია, ალასანია გარეგნულად მშივიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ თავისი „წიკები“ მასაც აქვს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ალსანიას ეგონა, ივანიშილის კარზე უპირობო ლიდერი გახდებოდა და იგივე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს არათუ საარჩევნო სიის პირველ ნომრად დაასახელებდნენ, არამედ, პრემიერის, ან პრეზიდენტის პოსტზეც წარადგენდნენ, მაგრამ ალსანია იმასაც ხვდებოდა, რომ ამ მიზნების მიღწევაში ღარიბაშვილი შეუშლიდა ხელს. ამიტომ, მათ შორის ფარული მტრობა ყოველთის არსებობდა, მაგრამ ივანიშვილის ხათრით თავის ემოციებს ორივე მხარე თოკავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ივანიშილი ხელისუფლებიდან წავიდა და, პრინციპში, არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბდა, ორივე ირაკლიმ ერთმანეთისთვის კვანტის დადება დაიწყო.
ზოგადად, მსგავსი რაღაცები საქართველოში ყოველთვის „მოსული პონტია“. ძალიან შორს რომ არ წავიდე და შევარდნაძის ეპოქაზე არაფერი ვთქვა, სააკაშვილის მმართველობას გაგახსენებთ, როცა იგივე ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი ერთმანეთს გავლენის სფეროებისთვის ებრძოდნენ. ამ ბრძოლაში მერაბიშვილმა გაიმარჯვა და ოქრუაშილის „ნაციონალური კარიერაც“ ამიტომ დასრულდა, თუმცა თუ გამარჯვებას ოქრუაშვილი მოიპოვებდა, მაშინ მერაბიშვილი გაივლიდა იმ გზას, რომელიც ოქრუაშილმა ოპოზიციაში გადასვლის მერე გაიარა. ერთი სიტყვით, ალასანიასა და ღრიბაშვილს შორისაც, პრინციპში, ეს მოხდა, თუმცა ამ ყველაფერს უფრო პოლიტიკური ელფერი მიეცა - ალბათ, გახსოვთ, „კაბელების საქმე“ მაშინ გასკდა, როცა ალსანია საფრანგეთში იმყოფებოდა და, როგორც თვითონ განაცხადა, საქართველოსთის მნიშვნელოვან მოლაპარაკებას აწარმოებდა. ისე, ისიც ცნობილია, რომ „კაბელების საქმით“ ალსანიაზე უნდა გასულიყვნენ, ანუ მისი დაჭერის გეგმაც არსებობდა, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა და მაშინდელი პრემიერის გარემოცვამ სიტუაციის დრამატიზება ვეღარ გაბედა“, - იხსნებეს ძველ ამბებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას წყარო, რომელიც აქვე, იმასაც ამბობს, რომ „კაბელების ბიჭების“ შეწყალებაც წმინდა პოლიტიკური აქციაა, ანუ პრეზიდენტმა მარგველაშილმა პოლიტიკური თამაში დაიწყო და „ოცნებას“ „ხელთათმანი ესროლა“.
„ოცნება“, როგორც ასეთი, შეიძლება, პირობითი ცნებაა, მაგრამ ასეა თუ ისე, მმართველ „ვერხუშკაში“ ეს პოლიტიკური გუნდია, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, წინ ერთი დიდი გამოცდის ჩაბარება ელოდება - შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებია და თუ რაიონებსა და რეგიონებში გავლენას დაკარგავს, ეს საპარლამენტო უმრავლესობა გინდ ჰქონია და გინდ - არა. ჰოდა, მგონია, რომ „კაბელების ბიჭების“ შეწყალება სწორედ ამ კონტექტსში განსახილველი საკითხია... ზუსტად ვერ გეტყვით, მარგველაშვილის პოლიტიკური დასყრდენი ვინ იქნება, მაგრამ ამ ნაბიჯით მან იმ ადამიანების ნაწილის გული მოიგო, ვინც პროდასავლურად არის განწყობილი, ამასათან, ვინც თვლის, რომ „კაბელების საქმე“ „ოცნებური“ უსამართლობის კლასიკური ნიმუშია. ამას გარდა, პირადად მე, არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მარგველაშვილის გარშემო იგივე ყოფილი „რესპები“, უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, შეიკრიბნენ და, საბოლოო ჯამში, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნებას“ ძლიერი პროდასავლური პოლიტიკური ბლოკი დაუპირისპირდეს, რომლის ღია თუ ფარული ლიდერიც პრეზიდენტი იქნება,“ - ვარაუდობს „ნიუპოსტის“ წყარო და ამბობს, რომ ბოლო დროს მარგველაშვილის ოჯახის წევრებზე აგორებული სკანდალებიც შესაძლოა, სწორედ მისი, როგორც პრეზიდენტის იმიჯის შელახვისკენ იყოს მიმართლი, ანუ ხალხის თვალში „მარგველა“ ისე უნდა წარმოჩინდეს, როგორც „ცუდი ხალხის“ მფარველი.
„ნიუპოსტის“ წყაროს ანალიზი და პოლიტიკური შეფასებები, შეიძლება, აპრიორი, ჭეშმარიტება არ არის, მაგრამ ყველა ხვდება, რომ იგივე „კაბელების ბიჭების“ შეწყალებით რაღაც ახალი პოლიტიკური თამაში დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე იმის თქმა, თუ რომელი მხარის გამარჯვებით დამთავრდება ეს თამაში, ჯერ ნაადრევია..
სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშილმა „კაბელების საქმეზე“ დაპატიმრებულები შეიწყალა, ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც „ნიუპოსტი“ აქვე გთავაზობთ:
„როგორც ცნობილი ლოთის ქალიშვილმა, ყლუპი ვუყავ ერთ ბოთლ ვარდისფერ ღვინოს. შვილიშვილი დავაძინე, მაგრამ ამის მეტი ვეღარ შევძელი. ვზეიმობ, რადგან
ადამიანები, ვინც ტყუილად შეეწირნენ პოლიტიკურ ავანტიურას, გათავისუფლდნენ და გავთავისუფლდი მათთან ერთად მეც სხვებზე დარდსიგან. რა დაკარგა ქვეყანამ? - აი, დარდი რაც დაკარგა. უპრეტენზიო, უამბიციო ადამიანების არ მწამს. ეს ადამიანის არსის საწინააღმედგოა. უპრეტენზიო ადამიანებს არ შეუქმნიათ ისრაელი და ამერიკა, არც - გერმანია, რაღა თქმა უნდა. ჰოდა, ჩემო უპრეტენზიო, უსაყვარლესო ქვეყანა, ბოლოჯერ მინდა შეგახსენო, რატომ იჯდა ციხეში ეს კარგი ხალხი: აი, თქვენ ხომ ყოველდღე გეუბნებიან, რომ საწყლები ვართ და ასეთები ვიქნებით ყოველთვის, რომ ფეხაკრეფით უნდა ვიაროთ და შეუმჩნეველი ვიყოთ გარესამყაროსთვის? - მტერია, ვინც გეუბნებათ, რომ საწყლები და არარაობა ხართ, პიროვნულ გამოცდილებაშიც და ქვეყნის მასშტაბითაც. არსებობენ პატარა ქვეყნები, დაცული, თავმოყვარე და მდიდარი. საუკეთესო მაგალითი ისრაელია. შეიარაღება, რომელიც უნდოდა ჩამოეტანა ალასანიას, შეცვლიდა ჩვენს უპრეტენზიო ყოფას. ოღონდ ამაში ქვეყნის მთავრობა მისი მტერი კი არა, მოკავშირე უნდა ყოფილიყო. კაბელების პროექტიც იყო მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემა, რომელიც დაგვაზღვევდა იმისგან, რაც მოხდა 2008-ში, მობილურებით რომ კონტაქტობდა ჩვენი ჯარი და სამ დღეში გაგვივსეს სასაფლაოები. ყველაფერი ჩაშალეს, „გაზპრომს“ ებარებოდეთ... დიდი მადლობა, ვინც ეს ყველაფერი ადეკვატურად აღიქვა, ვინც - ვერა, მაინც მიყვარხართ.
ისიამოვნეთ აეროსმიტის კონცერტით 5, 5 მილიონად და გწამდეთ, რომ ამდენი არ ღირდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა!“
ნათია ფანჯიკიძის ამ პოსტიდანაც ნათელია, რომ „კაბელების საქმე“ დიდი პოლიტიკური ავანტურის, გნებავთ, თამაშის შემადგენელი ნაწილი იყო, რომლითაც ამ ეტაპზე მოგებას მარგველაშვილი შეეცადა - არავინ იცის, მეორე ვადით პრეზიდენტობას აპირებს თუ არა, მაგრამ მისი, როგორც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ბიოგრაფიაში „კაბელების საქმე“, უდავოდ, დადებითად ჩაიწერება.
სხვათა შორის, შემთხვევითი, ალბათ, არც ის არის, რომ „კაბელების საქმის“ გამო დაჭერილი ხუთი ადამიანი პრეზიდენტმა სწორედ ახლა შეიწყალა - „ნიუპოსტის“ ინფრომაციით, თებერვლის ბოლოს, „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობა იგეგმება, სადაც ირაკლი ალასანია პარტიის თავმჯდომარეობას ოფიციალურად დატოვებს, თუმცა ჯერ უცნობია, მის ადგილს ვინ დაიკავებს.
ირაკლი ბიძნაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






