საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „კაბელების საქმეში“ ბრალდებულებს მიმართ პროკურატურამ ვერ შეძლო ბრალეულობის შესახებ დამაჯერებელი არგუმენტების წარდგენა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუხედავად პრეზიდენტის შეწყალებისა, „კაბელების საქმე“ მაინც გასაჩივრდება, რადგან "მათ უდანაშაულო ადამიანების სახელი უნდა ჰქონდეთ".
"თვეების განმავლობაში ვერ შეძლო პროკურატურამ დამაჯერებელი არგუმენტები წარმოედგინა პირთა ბრალეულობის შესახებ, მიუხედავად ამისა, პროკურატურამ საქმე მაინც წაიღო სასამართლოში და თვეების განმავლობაში ეს ადამიანები ისხდნენ ციხეში, რაც არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი, როგორც პროკურატურისთვის, ასევე სასამართლო სისტემისთვის და ის ცვლილებაც, რომელიც სააპელაციო სასამართლომ განახორციელა, თითქოს გადაკვალიფიცირება საკითხის აჩვენებს იმას, რომ სასამართლომ ბოლომდე მაინც არ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ეს უკანონობა დაეკანონებინა, თუმცა შეფუთა იმგვარად, თითქოს ისევ სასამართლომ გამოასწორა დაშვებული შეცდომა. საქმე გასაჩივრდება მიუხედავად პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, იმიტომ რომ, ამ ადამიანებს არ ჩაუდენიათ დანაშაული, რომელზეც მათ პროკურატურა ედავებოდა და მათ უნდა ჰქონდეთ უდანაშაულო ადამიანების სახელი", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






