რა პოლიტიკური შეფასებები კეთდება პრეზიდენტის მიერ კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებაზე
პოლიტიკა - 13:28, 28 Jan, 2017     1247
პრეზიდენტის მიერ კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ.


მმართველი გუნდის წევრები თემის კომენტირებისას ინსტიტუციების დაზიანებაზე აკეტებენ აქცენტს.

„შეწყალების აქტი ჰუმანური აქტია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ თვეში, დაახლოებით, მსჯავრდებულებს ისედაც უწევდათ საპატიმროს დატოვება. აქტის წინააღმდეგ არ შეიძლება, პრეტენზია არსებობდეს, მაგრამ იმ განცხადებას, რაც ამ აქტის გამოცხადებას ახლდა, ესეთი განცხადებები ინსტიტუციებს აზიანებს. არ შეიძლება საკითხის პოლიტიზირებაზე საუბარი, როცა საფუძველი არ არსებობს, სასამართლო არის დამოუკიდებელი,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კი " იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს"

“ალბათ არსებითი მნიშვნელობა აქვს ორ რამეს: პირველი, თუ როგორ აისახა ეს გადაწყვეტილება კონკრეტულად ამ ადამიანების ცხოვრებაზე და ფაქტია, რომ ისინი დაბრუნდნენ სახლებში, რაც სასიხარულოა მათი ოჯახებისა და ახლობლებისთვის და მეორე, მართლმსაჯულების ხარისხი - ვფიქრობ, რომ მხარეთა შეჯიბრებითობა უზრუნველყოფილი იყო. საზოგადოება მომსწრე იყო მთელი ამ სასამართლო პროცესების, მსჯელობის, ეს იყო ღია პროცესი, ყველამ თავისი პოზიცია დააფიქსირა და მე სასამართლო პროცესებში ვერ დავინახე იმის პრობლემა, რომ მხარეებს საკუთარი პოზიციების დასაბუთების, გატანის, მსჯელობის პრობლემა ჰქონოდა. მედიის ინტერესიც საკმაოდ მაღალი იყო ამ საქმესთან დაკავშირებით და მივიღეთ ისეთი შედეგი, როგორიც მივიღეთ. ჩემთვის, როგორც პარლამენტის ერთი წევრისა და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს საქმე და ამბავი არის დემოკრატიული ქვეყნის მახასიათებელი, რომ ინსტიტუტებმა, თუნდაც განსხვავებული პოზიციებით, საკუთარი როლი შეასრულეს და საკუთარი როლი შეიტანეს ამ საქმეში, მათ შორის პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობაში ბრალის პოლიტიკურ ნაწილზე საუბრობენ.

„ეს ადამიანები იყვნენ ბიძინა ივანიშვილის მძევლები, იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, ეს ადამიანები გამოყენებულები იქნენ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. როგორც ჩანს, ამ ხალხს ეს ადამიანები მძევლებად აღარ სჭირდება და ციხიდან გაათავისუფლა, თუმცა საქართველოს პრობლემაა, რომ საქართველოში რჩებიან პოლიტიკური პატიმრები," - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42