ხელისუფლება ცდილობს ჩაშალოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - არასამთავრობოები პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებზე
პოლიტიკა - 12:58, 28 Jan, 2017     2122
არასამთავრობო სექტორის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესის შენარჩუნებისთვის ქვეყნის პირველმა პირმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს. ენჯეოები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩაშალოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი, ვახუშტი მენაბდე, აცხადებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პრეზიდენტის უფლებამოსილებები უნდა შეიკვეცოს, რიგ საკითხებში კი მისი უფლებამოსილება უნდა გაძლიერდეს.

„პრეზიდენტის არჩევის წესის უნივერსალური მოდელი არ არსებობს, ეს დამოკიდებულია ბევრ სხვა საკითხზე კონსტიტუციაში. მე, პირადად ვფიქრობ, რომ ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში და ჩვენი ტერიტორიული მოწყობის პირობებში ძალიან კრიტიკულები უნდა ვიყოთ პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევის მიმართ. პრეზიდენტის უფლებები, ერთი მხრივ, შესაკვეცია დღეს მოქმედ მოდელშიც, მაგრამ მეორე მხრივ, არის საკითხები, სადაც მისი უფლებამოსილებები უნდა გაძლიერდეს“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, თვლის, რომ " არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი შეიძლება, იყოს მნიშვნელოვნად დამოკიდებული უმრავლესობაზე, რადგან პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის საშუალება აქვს".

"საკონსტიტუციო კომისია თუ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის პირდაპირი წესის არჩევის გაუქმებასთან დაკავშირებით, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ 2018 წლის ოქტომბერში არ ჩატარდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები"- ეს შეფასება კი ექსპერტ კოტე ჩოკორაიას ეკუთვნის.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42