პრეზიდენტის არჩევის წესი მისი ფუნქციების შესაბამისი უნდა იყოს - თალაკვაძე
პოლიტიკა - 12:00, 28 Jan, 2017     1729
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებამოსილებების და პოლიტიკური როლის შესაბამისი".

„ჩვენ კი არ ვიხრებით საპარლამენტო მოდელისკენ, არამედ ეს მოდელი უკვე რეალურად გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და რეფორმაში აისახება და კიდევ უფრო გაძლიერდება ინსტიტუციურად ეს მოდელი. ცვლილებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია, ამ მოდელზეა მორგებული და საპარლამენტო მოდელის გრძელვადიან შემდგომ განმტკიცებაზე“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაძლო შემცირებას, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამაზე მსჯელობა არ ყოფილა.

უმრავლესობის წევრი ირწმუნება, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს.

პრეზიდენტის არჩევის წესს რაც შეეხება თალაკვაძის შეფასებით, ეს უნდა იყოს მისი ფუნქციების და პოლიტიკური როლის შესაბამისი.

„თუ ჩვენ მივდივართ საპარლამენტო მოდელის შემდგომი განმტკიცებისკენ, რასაც კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა ეთანხმება და ამაზე გარე კონსესუსიც არსებობს, ბუნებრივია მოგვიწევს მსჯელობა კომისიის ფარგლებში რომ არსებული სისტემა გადაიხედოს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42